ზუგდიდში ცხრა წლის წინ გაუქმებული კოლეჯის აღდგენას ითხოვენ
ზუგდიდში 9 წლის წინ გაუქმებული პოლიტექნიკური კოლეჯის აღდგენას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილია საინიციატივო ჯგუფიც. საკითხი განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში ყოფნისას პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დააანონსა.