რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი აღარ აგრძელებს კიბოს მკურნალობას
აშშ-ის გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ტვინის აგრესიული კიბოს მკურნალობა - იუწყება მისი ოჯახი. "ჯონმა უკვე გადააჭარბა მისი სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას" - წერს არიზონელი სენატორის ოჯახი 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ 81 წლის მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომის დროს სამხედრო ტყვე იყო, "გადაწყვიტა შეწყვიტოს მკურნალობა", მისი ასაკის და დაავადების სწრაფი პროგრესის გათვალისწინებით. მიუხედავად თანაპარტიელობისა, მაკკეინი ხშირად მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, განსაკუთრებით მაკკეინის შეფასებით მეგობრული განცხადებებისთვის რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით.