ანგელა მერკელის „ოკუპაცია“ და რუსეთთან მტკიცე კავშირი
შეიძლება ზოგი ცოტათი მეტს ან ნაკლებს მოელოდა, მაგრამ გერმანიის კანცლერმა საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი დატოვა იმით მაინც, რომ თავისი სახელი დაარქვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. მართალია, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს, მაგრამ ანგელა მერკელს სჯერა, რომ ქვეყანას ასეთი პერსპექტივა აქვს.