ანატოლი ბიბილოვი ანგელა მერკელს ცხინვალში ეპატიჟება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს, 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „რესპუბლიკაში“ დაპატიჟა.
„რაც შეეხება მერკელის რუსეთის საზღვრებთან ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ეს ორიგინალური არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვეპატიჟები ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვის თქმით, კანცლერმა ჭოგრიტით დაინახა სამხრეთ ოსეთის განვითარება და ის, თუ რა კარგი შენობები აქვს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს და რა შესანიშნავ პირობებში ასრულებენ ისინი საკუთარ მოვალეობებს.
24 აგვისტოს ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.