რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი ქმნის მცირერიცხოვან, მაგრამ მობილურ ჯარს
„რამდენიმე დღის წინ დასრულდა მორიგი რუსულ-აფხაზური სამხედრო წვრთნები, რაც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებისთვის არის საჭირო. მიმდინარეობს აფხაზური ჯარის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მისი ახალი შეიარაღებით აღჭურვის საკითხების მოგვარება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნების შესახებ თქვა: „ნებისმიერი სახელმწიფო, ძლიერიც კი, შეწუხებული იქნება იმით, რომ მის საზღვრებთან ასეთი სახის წვრთნები იმართება“.
„ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს, რომ ეს განმეორდეს. არ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხმა და ქართველებმაც ისევ გაიარონ ეს რთული პროცესები, თუმცა თუ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება“, - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
ვლადიმირ პუტინი გუშინ, 24 აგვისტოს შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვს. პუტინმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკებს“ ეხმარება ეკონომიკის განვითარებაში და უზრუნველყოფს მათ თავდაცვითუნარიანობას.