16 კაცი დაიღუპა ბულგარეთში ავტობუსის ავარიის შედეგად
სულ მცირე 16 კაცი დაიღუპა და 26 დაშავდა ბულგარეთის დედაქალაქთან ახლოს წუხელ მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად. ბულგარეთის მთავრობამ 27 აგვისტოს ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ინცინდენტი მოხდა სოფიიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სვოგესთან, სადაც საღამოს ხუთ საათზე ავტობუსი ოთხ მანქანას დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით ავტობუსის მძღოლს გადაყავდა 33 მგზავრი, პილიგრიმები, სოფელ ბოზურისტედან. მლოცველები გზაზე მდებარე ერთ-ერთი მონასტრისაკენ მიეშურებოდნენ. ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანაა, გზები ცუდ მდგომარეობაში იმყოფება.