ტრამპი არ არის მიწვეული მაკკეინის დაკრძალვაზე ანაპოლისში
აშშ-ის სენატორს, ჯონ მაკკეინს, რომელიც შაბათს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის სასაფლაოზე. გამოსათხოვარი ცერემონია ჩატარდება საპარლამენტო ასამბლეაში არიზონაში - შტატში, რომელსაც წარმოადგენდა მაკკეინი 35 წლის განმავლობაში.
დაკრძალვამდე კუბო მაკკეინის ცხედრით დასვენებული იქნება ვაშინგტონის კაპიტოლიუმის როტონდის გუმბათის ქვეშ - აშშ-ის პარლამენტს „გულში“. მთელი ისტორიის მანძილზე ეს პატივი წილად ხვდა აშშ-ის 30 გამოჩენილ ადამიანს. მაკკეინი მე-13 სენატორი იქნება, რომელსაც ამ პატივს მიაგებენ. გლოვის ნიშნად დაშვებულია დროშა თეთრ სახლში.
გარდაცვლილის სურვილის მიხედვით, დაკრძალვის ცერემონიაზე მიწვეული იქნებიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა. ისინი მაკკეინის მეტოქეები იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ცნობილია, მაკკეინმა, რომელმაც თავად დაგეგმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონია, დაიბარა, რომ მასზე არ მიიწვიონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის მწვავე ოპონენტიც იყო ის. მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა სამძიმარი გამოუხატა მის ოჯახს.
ჯონ მაკკეინი შაბათს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მისმა ოჯახმა გამოაცხადა, რომ სენატორმა უარი თქვა ტვინის სიმსივნის მკურნალობის გაგრძელებაზე, რომლის დიაგნოზიც მას 2017 წელს დაუსვეს.