შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთავრობას შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებს
საქართველოს დედაქალაქში მოქმედი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 27 აგვისტომდე აძლევს ვადას სამთავრობო უწყებას, ავტორიზაციის საბჭოს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას. 26 აგვისტოს როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ სტუდენტებისა და პედაგოგების აქციაზე, უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადახდა, იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს. „ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება,“ - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.