გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. გიორგი შენგელაიას კანდიდატურა დღეს ცესკოშისაინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი წევრი პეტრე მამრაძეა. გიორგი შენგელაიას თქმით, მან საპრეზიდენტოკანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გადაწყვიტა: “საპრეზიდენტო კანდიდატადიმიტომ ვრეგისტრირდები, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან არ უჭირს. მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი რომ არ იყოს, ქვეყანას ასე არ გაუჭირდებოდა”, - ამბობს ის. ამასთან, გიორგი შენგელაიას თქმით,გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის პენსიებს გაზრდის. შენგელაიას კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ცესკოშიწარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.