“ბერლინისი” - ქართულ-გერმანული ლიტერატურული ფესტივალი დაიწყო
“ბერლინისი” (ბერლინი-თბილისი) ხუთდღიანი ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც ბერლინში 29 აგვისტოს გაიხსნა და მასში 8 ახალგაზრდა ქართველი და 8 ახალგაზრდა გერმანელი ავტორი მონაწილეობს.