ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მერვედ გაიხსნა
ის სასახლე, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს, 2008 წელს რუსეთის
ავიაციის მიერ დაბომბვისას განადგურდა, მაგრამ ორი წლის მერე მისი
აღდგენა მოხერხდა და მას შემდეგ აქ ფესტივალი იმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), რომელიც საერო ცხოვრებაში თვითონ იყო ანიმატორი და ფესტივალის ნიქოზში ჩატარების იდეაც ომის შემდეგ ნაწილობრივ განადგურებულ სოფელში გაუჩნდა.
„ომის დროს ტელეფონით ვიღებდი კადრებს, შემდეგ საპატრიარქოდან კამერაც გამომიგზავნეს და რის გადაღებაც შევძელი, შევკრიბე ეს კადრები და დღეს წარმოგიდგენთ.
ომი მარტო მსხვერპლი და ტრაგედია არ არის, ომს სხვა სახეც გააჩნია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ. ერთი კვირა ანიმაციური ფილმების ჩვენებით, გამოფენებითა და ცნობილი ანიმატორების მასტერკლასებით იქნება დატვირთული.