რუსეთის დელეგაციის სამ წევრს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს
შსს-ს ცნობით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.