ვლადიმირ ვაისი: „მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“
ვაისმა მომავალი თამაშისთვის მზადებასა და ნაკრების შანსებზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართა.
„მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი დაისახეს ყაზახეთმა და ლატვიამაც. წინ მძიმე ბრძოლები გველის. პირველი ტურისთვის მოსამზადებლად ჩვენ მხოლოდ ორი ვარჯიში გვაქვს. ყაზახეთის ნაკრები კი უკვე ერთი კვირაა, საწვრთნელ შეკრებას გადის. მათი ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს და ერთა ლიგის წინ ჩემპიონატის ტურიც კი გადადეს. ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ფიზიკურ ორთაბრძოლებში არ უნდა დავიჩაგროთ. ტექნიკის მხრივ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარესაა უპირატესობა“, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.