აშშ-ში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს
ნიუ-იორკში სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს, რომელიც დამნაშავედ ცნო კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. 7 სექტემბერს განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჯეფრი ბერმენმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამართალდამცველებთან პარტნიორობის შედეგად, შეჩერებულ იქნა "გამოძალვა და ძალადობა" ხურციძის მხრიდან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 19 ივნისს დაადგინა, რომ ხურციძე და კიდევ ერთი ბრალდებული, რაჟდენ წულაია, მონაწილეობდნენ ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტივობებში, მათ შორის გამოძალვაში, ქურდობასა და თაღლითობაში. ხურციძეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროკურორებმა აღნიშნეს ასევე, რომ 39 წლის ხურციძე, ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში, ასრულებდა „მძიმეწონიანი შემსრულებლის“ როლის შულაიასათვის, რომელიც მიჩნეულია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი განაჩენის გამოცხადება 21 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ხურციძე და შულაია 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში დააკავეს კიდევ რამდენიმე პირთან ერთად.