რუსეთის საპატრიარქო კავშირებს წყვეტს კონსტანტინოპოლთან
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას იმ სტრუქტურებში, რომელთ თავმჯდომარეც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეა. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია უკრაინის ეკლესიის მცდელობამ, დაშორდეს რუსეთის ორბიტას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 14 სექტემბრის შეიკრიბა. მათი გადაწყვეტილებით, რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს.„კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერარქებთან თანამსახურების შეწყვეტა ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს“, – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ილარიონმა, თუმცა მანვე აღნიშნა, თუ საერო ცხოვრების ტერმინოლოგიას დავესესხებით, რუსეთის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფსიაო.