სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ზუგდიდის ყოფილი მერი და კიდევ რამდენიმე პირი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებიან ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია. სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, გამოკითხვა „რუსთავი ორის“ გავრცელებულფარულ ჩანაწერს უკავშირდება. ჩანაწერში, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარუდგენს ჩანაწერის სრულ ვერსიას. ლაშა გოგიას შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია და თქვა, რომ განცხადებას 17 სექტემბერს გააკეთებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.