ზაზა სარალიძეს ექიმების დახმარება დასჭირდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით მას ექიმების დახმარება დასჭირდა. პარლამენტის შენობის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი იმყოფება, რომლებმაც სარალიძეს ადგილზე გაუწიეს დახმარება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ