პომპეომ რუსეთს ბრალი დასდო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებისთვის ძირის გამოთხრაში
„რუსეთი აქტიურად უთხრის ძირს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და გაეროს კომიტეტის მუშაობას, რომელიც სანქციების შესრულების რეჟიმს აფასებს“, განაცხადა პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი ამ განცხადების საბაბი იყო რუსეთის ჩარევა კომიტეტის ანგარიშის მომზადების პროცესში. რუსეთს სურდა, ანგარიშიდან ამოღებული ყოფილიყო რუსეთის მოქალაქეების მიერ სანქციების დარღვევის ფაქტები. ხუთშაბათს აშშ-მა უარი თქვა მოხსენების გამოქვეყნების სანქციონირება და მისი პირველადი ვერსიის გამოქვეყნება მოითხოვა.