მიხეილ სააკაშვილი: ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ სასულიერო პირებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook გვერდზე წერს, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ “ერის გადაშენების ნარკოკარტელური” გეგმის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა.
15 სექტემბერს თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ სასულიერო პირები, რომლებიც კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონმდებლობას აპროტესტებენ, და პარაკლისი აღავლინეს. მათ მრევლიც შეუერთდა. ლოცვის შემდეგ მამა შალვა კეკელიამ მრევლს მოუწოდა, კვირას სამების ტაძარში მივიდნენ. „ეს კანონი ქვეყანას დააგდებს“, - აცხადებდნენ სასულიერო პირები.