სალომე ზურაბიშვილი: ვეთანხმები საპარტიარქოს, უნდა დავიცვათ ახალგაზრდები
პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს, ბაღდადში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყნის ნარკოპოლიტიკას შეეხო და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და მზადაა, საინფორმაციო კამპანიას სათავეში ჩაუდგეს. 14 სექტემბერს, ამავე შეხვედრაზე მან თქვა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ეთანხმება საპარტიარქოს და თვლის, რომ ახალგაზრდებს დაცვა სჭირდებათ.
„ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვუსმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. ეს არ არის დაპირისპირების საგანი, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.