სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რაც არის ამ ქვეყანაში სამხრეთკორეელი ლიდერის პირველი ვიზიტი ბოლო 11 წელიწადში. მუნ ჩე ინს ფხენიანის აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ისინი ერთი მანქანით გაემართნენ საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ რეზიდენციისაკენ, სადაც დღესვე იწყება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ორ კორეას შორის ურთიერთობის განვითარება და ფხენიან-ვაშინგტონის დიალოგის გაგრძელება. ორი კორეის ლიდერები წელს მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი ორი შეხვედრა აპრილსა და მაისში გაიმართა. აპრილში ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ოფიციალურად მოუღებს ბოლო საომარ მდგომარეობას ამ ორ ქვეყანას შორის. მათ გამოაცხადეს ასევე, რომ იწყებენ მუშაობას კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მისაღწევად. მაისში კი მათი შეხვედრა გაიმართა სინგაპურში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კიემ ჩენ ინის შეხვედრის წინ.