ნათია მეზვრიშვილი: „თუ კანონს გაიწვევენ, შსს ამას მიიღებს“
„ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ამ კანონპოექტში ცუდი არაფერია და ის არ არის საფრთხის შემცველი. და რომ პირიქით, ამ კანონით უნდა მოწესრიგდეს დღემდე დაურეგულირებელი ვითარება. ამ საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა გაცილებით ეფექტიანს გახდის ნარკოდანაშაულსა და ზოგადად, ნაკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტიდან გაწვეული იქნება შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტს.