ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა საპარლამენტო სხდომა პროტესტის ნიშნად
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განიხილება. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს დაასრულა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიამ ნათელი მოფინა ყველა კითხვას, რომელიც ამ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო. კომისიის მიერ გამოავლენილია დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, უამრავი დარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო პროკურორების და გამომძიებლების მიერ. „ქართული ოცნება“ არის არჩევანის წინაშე, ან დარჩება საზოგადოების წინააღმდეგ მარტო, ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და საქმეს დატოვებს ბოლომდე მიუყვანს, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია ბოლო წლების განმავლობაში, ან აქვს მეორე არჩევანი - აიღოს ეს რეკომენდაციები, გადადგას ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდა ხელს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ, - ასე შეაფასა ოპოზიციური ჯგუფის მოქმედება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მმართველი პარტიის დეპუტატები "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს პოპულიზმში დებენ ბრალს და აცხადებენ, რომ სამთვიანი მუშაობის განმავლობაში მათი ხელმძღვანელობით მოქმედმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ აღმოაჩინა ახალი გარემოება გახმაურებული საქმის გარშემო.