ადვოკატები ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის სრულყოფილ გამოკვლევას ითხოვენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. იმის გამო, რომ მკურნალობის კურსი არაეფექტურია, ადვოკატები, ერთი მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ დიაგნოზი არასწორად დაისვა, მეორე მხრივ კი, ვარაუდობენ, რომ იგი, შესაძლოა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოწამლეს.