წინასაარჩევნო დარღვევები “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშში
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შედეგები წარმოადგინეს. საია საარჩევნო პროცესს პირველი აგვისტოდან აკვირდება და კონკრეტული დარღვევები უკვე აღმოაჩინა. საიას გორის ოფისში ანგარიშის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.