ნატა ფერაძე პარლამენტის წინ აქციაზე კარვით მივიდა
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე შვილმოკლული მამების სოლუდარობის აქციაზე პარლამენტის წინ კარვით მივიდა. „ჩვენ მოვიტანეთ კარავი, ვინაიდან ზუსტად ვიცით, რომ ეს იყო კანონდარღვევა, რომ ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.“
ნატა ფერაძე ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის ხუთამდე თანამშრომელმა მას უხეშად გამოგლიჯა ხელიდან კარავი და ხელი დაუზიანა. იგი მომხდარზე სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს. ნატა ფერაძის თქმით, მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.