მოახლოებული ზამთარი და გათბობის პრობლემა კახეთში
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობა სათბობი მასალის მომარაგებაზე იწყებს ზრუნვას. კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოჯახების ნაწილი მყარი საწვავით გათბობას, ნაწილი კი ბუნებრივი აირის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას.