რუსეთი აცხადებს, რომ კრიტიკის მიუხედავად სირიას მიაწოდა სარაკეტო სისტემა
რუსეთი აცხადებს, რომ სირიას მიაწოდა S-300 ტიპის ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემა, მიუხედავად წინააღმდეგობისა ისრაელის და აშშ-ის მხრიდან, რომ ეს შეიარაღება სირიაში ომის ესკალაციას გამოიწვევს. "სამუშაო ერთი დღის წინ დავასრულეთ" - მოახსენა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. შოიგუს თქმით, რუსეთმა სირიას მიაწოდა S-300 -ის ტიპის ოთხი სისტემა, რადარებთან და დამხმარე მანქანებთან ერთად. შოიგუს განცხადებით, სამი თვე დასჭირდება სირიის სამხედროებისთვის ამ სისტემის ამუშავების სწავლებას. მინისტრმა გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ ამ სისტემების მიწოდების მიზანია რუსი სამხედროების დაცვა სირიაში - სადაც 15 რუსი სამხედრო დაიღუპა მაშინ, როცა სირიის ძალებმა მათი თვითმფრინავი ჩამოაგდეს 17 სექტემბერს.