პუტინი გამოდის მოწოდებით სასჯელი შეუმსუბუქდეთ სიძულვილის დანაშაულის პირველად ჩამდენთ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა სასჯელის შემსუბუქების მოწოდებით სიძულვილის გაღვივების გარკვეულ შემთხვევებში, რითიც, როგორც სჩანს, უპასუხა გავრცელებულ შეშფოთებას პატიმრობის მისჯის გამო პირებისთვის, რომლებიც ინტერნეტში ფოტოებს იწონებენ, ან ავრცელებენ თავიანთი პროფილებით. შესწორება, რომელიც პუტინმა პარლამენტში 3 ოქტომბერს შეიტანა, გააუქმებს პატიმრობის შესაძლებლობას პირებისთვის, რომლებიც პირველად ჩაიდენენ დანაშაულს ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა შინაარსის სიძულვილის გაღვივებით და საზოგადოების გახლეჩვით, მათ შორის მედიაში და ინტერნეტში. დამაშაულის პირველად ჩამდენთ სისხლის სამართლებრივის ნაცვლად დაეკისდებათ ადმინისტრაციული სასჯელი - ისინი შეიძლება დააჯარიმონ, დაავალონ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან მცირე ხნით დააპატიმრონ. თუ პირი ადმინისტრაციული სასჯელიდან ერთი წლის განმავლობაში კიდევ ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, მაშინ მისი დევნა სისხლის სამართლებრივად განხორციელდება და მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა დაემუქრება. ბოლო წლებში უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამდნენ რუსეთის მოქალაქეების დაპატიმრების გამო იმისთვის, რომ ისინი რელიგიურ დოგმებს საჯაროდ უსვამდნენ კითხვებს, ან ინტერნეტში იწონებდნენ შინაარსს, რომელიც, მთავრობის შეფასებით, სიძულვილს თესავდა.