ამერიკელ და ბრიტანელ მეცნიერებს მიენიჭებათ ქიმიის დარგში ნობელის პრემია
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებად დასახელდნენ ამერიკელი მეცნიერები ფრენსის არნოლდი და ჯორჯ სმიტი, ასევე ბრიტანეთის, კემბრიჯის უნივერისტეტის მეცნიერი გრეგორი უინტერი. არნოლდი, მეცნიერი ქალი, დაჯილოვდება ფერმენტების, ხოლო სმიტი და უინტერი ნეპტიდებისა და ანტისხეულების ევოლუციის შესწავლის დროს გაკეთებული აღმოჩენისათვის. ნობელის კომიტეტმა მეცნიერების აღმოჩენას უწოდა „რევოლუცია ევოლუციის მეშვეობით“, რაც სპეციალისტებს დაეხმარებათ აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. გასულ წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ შვეიცარიელ ჟაკ დიუბოშეს, ამერიკელ იოაკიმ ფრანკსა და ბრიტანელ რიჩარდ ჰენდერსონს კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის.