ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს
ნატო იტყობინება, რომ აშშ-ის სამხედრო მოკლეს ავღანეთში, რითაც, წელს, ამ ქვეყანაში თალიბანის და სხვა შეიარაღებული ჯგუფების გააქტიურების ფონზე მოკლულ ამერიკელთა რიცხვმა სულ მცირე, ექვსს მიაღწია. ცნობაში მოკლულის ვინაობა არ არის დასახელებული, ნათქვამია მხოლოდ, რომ ინციდენტს იძიებენ. თალიბანმა გამოაცხადა, რომ ჰელმანდის პროვინციაში ააფეთქა აშშ-ის არმიის ავტომანქანა და დახოცა სამხედროები. არ დასტურდება, არის თუ არა მათი მტკიცება მოკლულ ამერიკელთან დაკავშირებული. ამ ჟამად ავღანეთში 14 ამერიკელი სამხედროა განთავსებული.