აშშ-მა ჰაკერული თავდასხმების მოწყობაში ბრალი წარუდგინა რუსეთის შვიდ მოქალაქეს
აშშ-მა ბრალად დასდო რუსეთის შვიდ მოქალაქეს, სავარაუდოდ „გრუ“- ს თანამშრომლებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰაკერული თავდასხმების ორგანიზება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის ამ მოქალაქეთა გვარები, რომლებსაც ბრალდება წაუყენეს. ალექსეი მორონეცი, ევგენი სერებრიაკოვი, ივან ერმაკოვი, არტემ მალიშევი, დმიტრი ბადინი, ოლეგ სოტნიკოვი და ალექსეი მინინი, ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომოლები არიან. ოთხი მათგანი ნიდერლანდიდან გააძევეს ბრალდებით, რომ კიბერთავდასხმა მოაწყვეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე. ამის თაობაზე ცნობა 4 ოქტომბერს გავრცელდა. აშშ-ის საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა,სამ მათგანს, ერმაკოვს, მალიშევსა და ბადინსბრალად დასდო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. შვიდ პირს ბრალად ედება კიბერთავდასხმების განხორციელება ანტიდოპინგის საერთაშორისო უწყებაზე, პენსილვანიის ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე. რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგბრალდება უფრო ადრე გამოთქვეს ბრიტანეთმა, ნიდერლანდმა და კანადამ.