ირანის უზენაესი ლიდერი: ამერიკის სანქციების დამარცხება ამერიკის დამარცხებაა
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი აშშ-ს დარტყმას მიაყენებს, როცა იბრძოლებს ამერიკის სანქციების წინააღმდეგ, რომელთა მიზანი ირანის ეკონომიკური დასუსტებაა. „ღმერთის დახმარებით სანქციებს დავამარცხებთ. და ამ სანქციების დამარცხება ამერიკის დამარცხებას ნიშნავს““ - განაცხადა ხამენეიმ თეირანის აზადის სტადიონზე გამოსვლისას. ხამენეიმ გასამხედროებული „ბასიჯის“ მეომრების და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურების წინაშე თქვა, რომ აშშ-მა კიდევ ერთი დარტყმა უნდა მიიღოს ირანის ხალხისაგან სანქციების დამარცხების სახით“. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას მერ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გავიდა ირანთან მსოფლიოს ქვეყნების მიერ 2015 წლების დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. გასულ თვეში აშშ-ის მთავრობამ კვლავ დააწესა სანქციები, რომლებიც ხელშეკრულების ძალით გაუქმებული იყო. სანქციები ახალი რაუნდი, რომელიც ირანის ეკონომიკას შეეხება, ნოემბერში ამოქმედდება.