ირაკლი კობახიძე: „ვცდილობთ მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას“
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას“, - გადაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ამ მიზნისკენ საქართველოს ამოცანაა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმების მობილიზება. ირაკლი კობახიძე შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასაც შეეხო და თქვა, რომ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
„მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.