საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის ხელმძღვანელის გაუჩინარებაზე საქმე აღძრა
საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ინტერპოლის
პრეზიდენტის, მენ ჰუნვეის გაუჩინარების ფაქტზე. იგი კავშირზე 29
სექტემბერს, ჩინეთში გამგზავრების შემდეგ აღარ გამოსულა. 64
წლის მენ ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს
საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა.
მუნ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.