რონალდუ, რომელსაც გაუპატიურების ბრალდება ემუქრება, შეიძლება მოედანზე გამოვიდეს 6 ოქტომბერს
საფეხბურთო ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც გაუპატიურების ბრალდება ემუქრება აშშ-ი, შეიძლება დაბრუნდეს მოედანზე, როცა მისი გუნდი „იუვენტუსი“ იტალიის ლიგაში „უდინეზეს“ წინააღმდეგ ითამაშებს 6 ოქტომბერს.
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ რონალდუ მზადაა სათამაშოდ, მაგრამ არ დაუდასტურებია, გამოვა თუ არა 33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მოედანზე.
გასულ კვირაში კეტრინ მაიორგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა აშშ-ის შტატ ნევადაში და თქვა, რომ რონალდუმ ის ლას-ლას ვეგასში გააუპატიურა 2009 წელს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. რონალდუ უარყოფს ბრალდებას.
4 ოქტომბერს „იუვენტუსმა“ მას გაუგზავნა მხარდაჭერის წერილი, რომელშიც ის მოხსენიებულია, როგორც „დიდი ჩემპიონი“. მაგრამ სპონსორებმა, „ნაიკიმ“ და ვიდეოთამაშების მწარმოებელმა „იეი სპორტსმა“ შეშფოთება გამოთქვეს.
არც რონალდუსა და არც „იუვენტუსის“ მხრიდან არ მოჰყოლია რეაქცია მაიორგას ბრალდებას, რომ ქალმა 2010 წელს 375 000 აშშ დოლარი მიიღო ინციდენტის შესახებ გაჩუმების სანაცვლოდ, მას შემდეგ, რაც მასზე ზეწოლა განახორციელეს რონალდუს წარმომადგენლებმა.