ბოსნია-ჰერცეგოვინაში დასრულდა არჩევნები
კვირას საღამოს დასრულდა არჩევნები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც მოქალაქეებს უნდა აერჩიათ პრეზიდენტი და პარლამენტი. წინასაარჩევნო კამპანიას ფონად გასდევდა ღრმა ეთნიკური დაპირისპირება, რომელზეც უფრო მეტად იყვნენ ამომრჩევლები კონცენტრირებული, ვიდრე ეკონომიკურ პრობლემებსა და ფესვგამჯდარ კორუფციაზე. იუწყებიან, რომ 7 ოქტომბრის არჩევნებში, შუადღის მონაცემებით, ხმა მისცა ამომრჩეველთა 37 %-მა. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური სისტემის სუბიექტებს - საპრეზიდენტო სამეულს, პარლამენტსა და კანტონალურ ასამბლეას.