სუს-ი ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)
სუს-ი ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლების კადრებს ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით და სახელმწიფოს სხვა უწყებების უშუალო ჩართულობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის და 2018 წლის 6 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი. […]