ავღანეთში რვა ადამიანი შეიწირა წინასაარჩევნო მიტინგზე მოწყობილმა აფეთქებამ
სამხრეთ ავღანეთში, სულ ცოტა, რვა ადამიანი შეიწირა წინასაარჩევნო მიტინგზე აფეთქებამ, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ავღანეთში გახშირებულია თავდასხმები 20 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ-გაჰში აფეთქების შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი. თავდასხმა მოეწყო დეპუტატობის კანდიდატ სალეჰ მოჰამად ხან აჩაკზაის ოფისთან, წინასაარჩევნო მიტინგის მსვლელობაში. დაჭრილებს შორის არის აჩაკზაიც. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.