ნინო ხარატიშვილი: რომანის იდეა ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტმა შთამაგონა
10 ოქტომბერს, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის დღეს, გამოვლინდება გერმანიის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული წლის საუკეთესო რომანისათვის. ესაა „ბუკერის“ გერმანული ანალოგი გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი მწერლებისათვის.