ბულგარეთის პოლიციამ ისევ გაათავისუფლა ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი
ბულგარეთში ისევ გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელიც დაკავებული იყო ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. პოლიციამ 9 ოქტომბერს გამოაცხადა მისი გათავისუფლების შესახებ. მამაკაცის ვინაობა არ გაუმხელიათ, მას მოიხსენიებენ „რუმინეთის მოქალაქედ, წარმოშობით უკრაინელად“. ჩრდილოეთ ბულგარეთის ქალაქ რუსეს პოლიციის უფროსმა თეოდორ ათანასოვმა უარი თქვა გამოძიების სხვა დეტალების დაზუსტებაზე. მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს რუსეში, მდინარე დუნაის ნაპირთან. პოლიციის ცნობით, 30 წლის ჟურნალისტი სასტიკად იყო ნაცემი, გაუპატიურებული და გაგუდული. გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიას უკავშირებს მარინოვას ჟურნალისტურ საქმიანობას. ის მუშაობდა მთავრობაში სავარაუდო კორუფციის საკითხზე.