პუტინმა დააჯილდოვა ფეხბურთელების მიერ ნაცემი მოხელეები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მოხელეებს, რომლებიც გასულ კვირაში სცემეს რუსმა ფეხბურთელებმა, ალექსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის საიტზე. „მინპრომტორგის“ დეპარტამენტის უფროსი, დენის პაკი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“, ხოლო სამეცნიერო ცენტრ „ნამის“ გენერალური დირექტორი, სერგეი გაისინი - ალექსანდრ ნეველის სახელობის ორდენით. 11 ოქტომბერს, მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთის საფეხბურთო ნაკების წევრებს ალექსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს დედაქალაქის ცენტრში ზემოხსნებული მოხელეების ცემისათვის. სპორტსმენებს ბრალი წაუყენეს წინასწარი განზრახვით ჩადენილი ხულიგნობისათვის. ფეხბურთელებს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემქურებათ. მათ ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული.