ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა დონბასში
უკრიანის არმიის სარდლობის ცნობით, ერთი მისი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებაში აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო უწყების თანახმად, სეპარატისტებმა 16 სექტემბერს 37-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ სროლას აწრმოებდნენ ტყვიამფრქვევების, ყუმბარსატყორცნებისა და ნაღმსატყორცნების გამოყენებით. კიევი იუწყება, რომ სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს ორი სეპარატისტი და ექვსი - დაჭრეს. სეპარატისტები თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში კიევს ადანაშაულებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დაპირისპირება უკრაინის არმიასა და სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 10 300 კაცი. მოწინააღმდეგე მხარეებმა ორჯერ, პირველად 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ კი 2015 წლის თებერვალში მოაწერეს ხელი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დღემდე არ სრულდება.