პარკირების საფასური უბნების მიხედვით განისაზღვრება
„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. აქ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს არაფერს ვიგონებთ. უბრალოდ, საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს ევროპული ქვეყნებიდან. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმისთვის, რომ პარკირების სისტემა და ზოგადად პარკინგი იყოს მოწესრიგებული“.
კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება.

