ქსენოფობიური განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლექსიკონში
„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს. ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებულიი სიძულვილის ენას.
პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართვს (30) რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 4.
პარტიების ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად მიგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული:რამდენიმე ციტატა ანგარიშიდან:
მიხელი სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც შემოყარეს და შემოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარება იმიტომ, რომ ყველა კონტროლი მოხსნილია. ამ მხრივ მართლაც მორღვეულია ჩვენი საზღვრები ივანიშვილის დროს“ (რუსთავი 2, კურიერი, 3 ოქტომბერი)
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “საქართველო არის, რუსულად ვიტყვი, პრახადნოი დვორ, სადაც ყველას შეუძლია შემოვიდეს, სადაც ყველას შეუძლია შემოეხეტოს და არავინ არ იცის რა ხალხი შემოდის, ვინ არის, საიდან, რა ჯურის” (ობიექტივი, ღამის სტუდია, 2 სექტემბერი).
ილია წულაია, ქართული ოცნება: "...ჩვენ თავს დავიცავთ არასასურველი მიგრაციისგან, აქ ჩამოვა არა სამუშაოს მაძიებელი უცხოელი, არამედ ფინანსურად ძლიერი უცხოელი… ახალი ცვლილებები ჩვენთან ჩამოიყვანს ისეთ უცხოელებს, რომლებიც შექმნიან დოვლათს" (პრაიმ ტაიმი, 17 სექტემბერი).
პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები
ანგარიშში მოყვანილი განცხადებების თანახმად ირანელებსა და თურქებს ისტორიული ფაქტორების გამო განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევენ.
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „დღეს თურქების რაოდენობა, დღეს ირანელების რაოდენობა და ეს განსაკუთრებული ორი ხალხია, ბევრად აღემატება უსაფრთხო რაოდენობას, ბევრად. რატომ არის ეს ორი ხალხი განსაკუთრებულად საშიში? იმიტომ, რომ ეს ის ორი ხალხია, რომელიც მუდმივად, მუდმივად გაუთავებელ პრეტენზიებს აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე” (ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 სექტემბერი).
ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსი: „ძალიან ბევრი მიწა იყიდება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრი უცხოელი შემოდის, ანუ შეიძლება ითქვას ფარული ანექსია მიდის ჩვენი ქვეყნის (ობიექტივი, საინფორმაციო, 20 სექტემბერი).“
ერთადერთი რასისტული განცხადება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მაშინ გააკეთა, როცა ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების საკითხს წინა ხელისუფლებას აბრალებდა:
კონსტანტინე თავზარაშვილი, ქართული ოცნება გორის მერი: „კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული, ზანგი რო იყო“ (იმედი, ქრონიკა, 9 ოქტომბერი)
ანგარიში “სიძულვილის ენის წინასაარჩევნო დისკურსში” მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში,
მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია დაკვირვება ხორციელდებოდა შემდეგ მედია საშუალებებზე:
5 ტელევიზიის საინფორმაციო და ანალიტიკურ გამოშვება:საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე), რუსთავი 2 (კურიერი, P.S.),იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა), მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება),და „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება.
5 ტელევიზიის თოქ-შოუ: რუსთავი 2 (არჩევანი), იმედი (პირისპირ),იბერია (თავისუფალი სივრცე) ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროსკვეთა), კავკასია (ბარიერი, სპექტრი).
7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი,საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა, და მარშალპრესი.
4 გაზეთი: რეზონანსი, პრაიმ თაიმი, ასავალ-დასავალი, ალია.მინიტორინგში ასევე მოხვდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სოციალურქსელში გამოვლენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა რამდენიმედისკრიმინაციული განცხადება.