რუსეთში ტელევიზია რჩება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ
რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობისათვის ტელევიზია რჩება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ. მას ყოველდღე უყურებს გამოკითხულთა 69%. მეორე ადგილზეა ინტერნეტი 60%-ით. გამოკითხულთა მესამედი რადიოს უსმენს, ხოლო 11% კითხულობს გაზეთების ბეჭდურ ვერსიას. ასეთი შედეგები აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარეს სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტმა, ფონდმა „მედიასტანდარტმა“ და საგამოძიებო ჯგუფმა „ცირკონმა“. ამასთან, სახელმწიფო ტელეარხებს სანდო საინფორმაციო წყაროდ მიიჩნევს რუსების 63%, საინფორმაციო ინტერნეტსაიტებს ენდობა 15%, საზღვარგარეთულ ტელეარხებსა და რადიოსადგურებს - სულ 3%. ქვეყანაში ჟურნალისტის როლს, მთლიანობაში, დადებითად აფასებენ, თუმცა გამოთქვამენ შეფასებასაც, რომ ჟურნალისტები მოქმედებენ თავიანთი ხელმძღვანელების ინტერესების შესაბამისად, ახდენენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ეწევიან პროპაგანდას. ტელე- და რადიოჟურნალისტებიდან გამოკითხულებისათვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს ვლადიმირ სოლოვიოვს. სამეულში მოხვდნენ აგრეთვე ანდრეი მალახოვი და ვლადიმირ პოზნერი. თავად ჟურნალისტებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ გამოკითხვაში, უპირატესობა მიანიჭეს პოზნერსა და ლეონდ პარფიონოვს.