გრიგოლ ვაშაძე: არა გვაქვს არც რევანშის, არც „კავკასიური ვენდეტის“ დრო
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატის მსვლელობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გამოთქვა შეფასება, რომ ქვეყანაში არის „უკიდურესად მძაფრი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისი“ და თუ ვითარება დროზე არ გამოსწორდა, „ქართველს ემუქრება ფიზიკური გაქრობა“. ამის გამო ვაშაძე ფიქრობს, რომ არ არის არც რევანშის, არც შურისძიებისა და არც „კავკასიური ვენდეტის“ დრო.