გაერო იკვლევს აშშ-ის სამხედრობის მიერ იემენის სანაპიროსთან მიკვლეული იარაღის წარმომავლობას
გაეროს ინსპექტორები ცდილობენ დაადგინონ, რუსული წარმოების AK-47-ის ტიპის იმ 2500 ავტომატის წარმომავლობა, რომელსაც აშშ-ის გამანადგურებელმა მიაკვლია იემენის სანაპიროსთან. აშშ-ის ხელისუფალთა თანახმად, მათ 25 ოქტომბერს, ხომალდის ბორტზე მიიწვიეს გაეროს ინსპექტორები, რათა გაირკვეს, აწვდიდა თუ არა, ირანი იარაღს, გაეროს რეზოლუციების დარღვევით, იემენში ამბოხებულ ჰუტის მიმდევართა დაჯგუფებას. შიიტი ჰუტისტები იემენის მთავრობას ებრძვიან სამოქალაქო ომში. აშშ-ის შეიარაღებული ძალები პატრულირებას ეწევიან იემენის გარშემო წყლებში. მათ მოახერხეს მხოლოდ მცირე ოდენობის კონტრაბანდისტული იარაღის მიკვლევა. აშშ-ის მეხუთე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა, სკოტ სტირნიმ, ხომალდის ბორტზერეპორტიორებთან საუბრისას, იემენის გარშემო საწყლოსნო გზები, ადენის ყურე და სხვები, დაახასიათა, როგორც „დიდი სატრანსპორტო დერეფანი“. სტირნის არ უთქვამს, რომ ირანი დგას მიკვლეული იარაღის კონტრაბანდის უკან. ამერიკელი ვიცე-ადმირალის თანახმად, გაეროს ინსპექტორები იკვლევენ ავტომატების წარმოშობას, თუ საიდან მოდიოდა ტვირთი, იემენიდან, ირანიდან თუ სომალიდან.