50-თეთრიანების გამოცვლა ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).
ამ მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი დაკარგა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.
1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".

