მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ "ევრონიუსთან": მე არ ვთხოვ პრეზიდენტს შეწყალებას
საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მეორე ტურში გასვლის შემდეგ, “ევრონიუსი” ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.
ვაშაძის პოზიციების გამყარების შემდეგ გაუჩნდა თუ არა მას საქართველოში დაბრუნების იმედი?
მისი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა იგი საქართველოში და კონკრეტულად ქართულ პოლიტიკაში?
ისარგებლებს თუ არა შეწყალების მოთხოვნის უფლებით?
მისი დაბრუნება გახლეჩს თუ არა საქართველოს ორად?
ამ და სხვა კითხვებს მიხეილ სააკაშილი 7-წუთიან ინტერვიუში პასუხობს და აცხადებს, რომ მას არ სურს ისე წარმოაჩინოს თითქოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი იდეა მისი შეწყალებაა.
“მე არ ვთხოვ მომავალ პრეზიდენტს შეწყალებას, რადგან ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად სასამართლო სისტემა ივანიშვილის ზეწოლისგან გათავისუფლდება”, - ამბობს იგი.
ინტერვიუს დასასრულს სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტზეც საუბრობს და აცხადებს: “დონალ ტრამპმა მე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერი მიწოდა და თქვა, რომ ის საქართველოს საგადასახადო კოდექსს გადაიღებს.”
ასეთი პასუხი მოჰყვა ევრონიუსის კითხვას მისი ფეისბუკის ანგარიშის გამხსნელი ფოტოს შინაარსის შესახებ.